გიგა ბოკერია: 9 აპრილი უნდა დარჩეს არა დაპირისპირების, არამედ – გაერთიანების დღედ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, 9 აპრილი უნდა დარჩეს არა დაპირისპირების, არამედ – გაერთიანების დღედ. მისივე განცხადებით, ამ დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.
„ეს ერთდროულად არის ტრაგიკული დღე, რადგან ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ, ამავე დროს, არის დღე ერთიანობისა, რომელიც იშვიათად ყოფილა ჩვენს უახლეს ისტორიაში – მთელი საზოგადოების გაერთიანების, ჩვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პერსონალური თავისუფლების გარშემო; ასეთ დღედ უნდა დარჩეს – არა დაპირისპირების დღედ, არამედ – გაერთიანების დღედ, რომ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი შვილების თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები