ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია, რომელიც საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული თავისუფალია. როგორც გელა როსტობაიამ განაცხადა, იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ.
ენგურის ხიდზე როსტობაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
როგორც ირკვევა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, საკითხი მოლაპარაკების გზით მოგვარდა და დე-ფაქტო სასამართლომ როსტობაიას ჯარიმა არ დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მცხოვრები 39 წლის გელა როსტობაია, 5 აპრილს, ე.წ. მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშინ გაიტაცეს, როცა სახლიდან რამდენიმე მეტრში, მდინარე ენგურზე მარტო თევზაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები