„მიყვარხარ!“ – ვისთვის იქმნება  ჩაიდნები ულამაზესი ყვავილებით?

ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში იზრდებოდა. ძირითად დროს ბებიებთან და ბაბუებთან ატარებდ და ბედნიერ იყო. ბავშვობიდან ხატავდ და ყვარდა ჩხირკედელაობა, ახლის შექმნა, გარემოს გალამაზება
სწავლობდ მე-6  გერმანულ გიმნაზიაში, შემდგომ გადავიდა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში მაგრამ შემდეგ, რატომღაც, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე განაგრძო სწავლაამ განხრით რამდენიმე ადგილას იმუშავა კიდეც. ბოლოს კი, მოხდა ისე, რომ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა – უკვე წლებია, მეგობართან ერთად ივენთკომპანია არტ ბიურო აქვს. ულამაზებენ ადამიანებს ქორწილებს, დაბადების დღეებს.
3 წელია, აქვს გვერდი, მეკოს ხელნაკეთი ნივთები, რომელიც ბევრს მოსწონს. მეკო კეთილაძის პერსონა.

– ძალიან მენატრება ბავშვობა. ის ყველაზე კარგი მოგონებაა, რაც კი შეიძლება გავიხსენო… მენატრება  უბანი, სადაც გავიზარდე და გავატარე ყველაზე ლამაზი წლები. ეზოში უამრავი ბავშვი ვიყავით და  ყოველდღიურობა სილაღითა და ჟრიამულით იყო აღსავსე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვდგამდით სპექტაკლებს, ვქმნიდით დეკორაციებს, კოსტიუმებს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ჩვენს საქმეს. ასევე გვიყვარდა თამაშობანი – ორდროშობანა, კლასობანა, გაფუჭებული ტელეფონი…
შემდეგ იყო სკოლის პერიოდი, სადაც შევიძინე დღემდე ჩემთვის უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანები. განსაკუთრებით მენატრება ხელოვნების სკოლა, იქ გატარებული ყოველი დღე, ფანტასტიკური მოგონებებით და  ბავშვური სისულელეებით, ჩვენთვის დღესასწაული იყო…. ჩემი ოჯახი –  დედა, მამა და მე. რა თქმა უნდა, ჩემი უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები, რომლებიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მოგონებაა… სულ მეფიქრებოდა, უმათოდ როგორ უნდა მეცხოვრა, ეს იყო ჩემთვის მტკივნეული თემა, ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ისინი საკმაოდ დიდ ასაკამდე ჩემ გვერდით იყვნენ…
მე და ბაბუას ტრადიცია გვქონდა… შაბათს მოვიდოდა, მომკიდებდა ხელს და მთელს დღეს ერთად ვატარებდით „მზიურში“ ან ვაკის პარკში, უამრავი ისტორიით მანებივრებდა. იქიდან წამოსულებს აუცილებლად უნდა შეგვევლო კაფე „ფრანციაში“,  გვეყიდა ფუნთუშები, შემდეგ სათამაშოები და მერე მიმიყვანდა სახლში.
– ხატავდით ბავშვობიდან… პირველი ნამუშევრები…
–  არ მახსენდება, როგორ დავიწყე, ალბათ უხსოვარი დროიდან ვხატავდი, შემეძლო, მთელი დღე საღებავებში ვყოფილიყავი ამოთხვრილი… ამის გამო უკვე 6-7 წლის ასაკში შემიყვანეს ხატვაზე… დღემდე შემომრჩა რამდენიმე პირველი ნამუშევარი  და განსაკუთრებით ვუფრთხილდები.
ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა დაამთავრეთ… მაინც ხელოვნებას უკავშირდება სკოლის პერიოდი, მაგრამ მაინც საერთაშორისო სამართლის სპეციალობა აირჩიეთ…
– საერთაშორისო სამართალი?! არ ვიცი, ალბათ რაღაც გარდამავალი პერიოდი იყო. ისეთ წლებში მომიწია ჩაბარება, რომ ხელოვნება არავის უნდოდა, არ აინტერესებდა, დაუფასებელი იყო… თუმცა სულ მინდოდა, აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ამ ულამაზეს დარგზე, ფერწერაზე მესწავლა…
ოცნებები ჩემს ნამდვილ პროფესიასაც უკავშირდებოდა, ჩემი მოზღვავებული ინტუიციდან გამომდინარე, ძალიან მინდოდა  გამომძიებლობა, ახლა, ამ გადმოსახედიდან, ეს სასაცილოდაც არ მყოფნის.
უნივერსიტეტის მერე სხვადასხვა ადგილას მუშაობდით… როგორ უთმობდით დროს ხელოვნებას, რომელსაც საყვარელ საქმედ მიიჩნევთ?
– როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, შემდგომ უნივერსიტეტში ჩავაბარე და მუშაობის პერიოდშიც საერთოდ ვეღარ შევძელი ფუნჯის დაჭერა, არ ვიცი,  პროტესტი იყო, თითქოს ხატვის შიში მქონდა. მეგონა, ვერასოდეს ვერ შევძლებდი ამას. რაღაც პერიოდი ავიკრძალე კიდეც.  შიშის ფაქტორი დღემდე მომყვება, თუმცა შინაგანი მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ ტილოდან გადავედი სხვადასხვა ნივთის მოხატვაზე, ლამაზი აქსესუარების შექმნაზე, სულ ვცდილობდი, ძველი ნივთისგან ახლის შექმნას და ამით ჩემი გარემოს გალამაზებას. უამისოდ არც კი შემიძლია, ეს ჩემი თერაპიაა, სულიერი სიმშვიდე… ამიტომ ამას ყოველთვის ვახერხებდი.
– მეგობართან ერთად კომპანია არტ ბიურო“ გაქვთ. ულამაზებთ ადამიანებს ქორწილებს, დაბადების დღეებს და სხვადასხვა ღონისძიებ
– ივენთკომპანია „არტ ბიურო“ ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ის ყველა იმ მომსახურეობას მოიცავს, რაც დაკავშირებულია ღონისძიებისასთან, თუმცა კონკრეტულად დეკორაციის შექმნის უდიდესი ადრენალინი მოდის  და,  შედეგის დადგომის დროს, ჩემი ემოციური ფონი აბსოლუტურად აუღწერელია. რაც შეეხება გამართლებას, ჩვენი კომპანია დიდი ხანია არსებობს, უკვე ცნობილებიც გავხდით, იმის დამსახურებით, რომ ყოველთვის საუკეთესო ხარისხს ვთავაზობთ მომხმარებელს. უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებით ნებისმიერ დეტალს და დღემდე ყოველი ახალი ღონისძიება პირველის განცდას ასახავს.
– „მეკოს ხელნაკეთი ნივთები“… – როდის შექმენით პირველი ნამუშევრები?
– პირველი ნამუშევარი ხელნაკეთი ჩარჩოა, რომელიც შევქმენი დაშლილი ჭილის კალათისგან. ამ ჩარჩოს შექმნის სურვილი განაპირობა ფოტომ, რომელზეც მე და ჩემი ორი საუკეთესო და განუყრელი მეგობარი ვიყავით ასახული. სამწუხაროდ, დღეს ეს ჩარჩო აღარ მაქვს, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ის ჩემს საწერ მაგიდას.
– გაქვთ თქვენი გვერდი… ალბათ უფრო დღესასწაულების დროს იზრდება მოთხოვნა? რა მასალებს იყენებთ?
– ჩემი ფეისბუქგვერდის შექმნა ექსპერიმენტი იყო. სიმართლე გითხრათ, არც მოველოდი ხალხისგან ასეთ შეფასებას. მოთხოვნა განსაკუთრებით დღესასწაულების დროს იზრდება, დიზაინის შექმნაც კონკრეტულად მასთან არის დაკავშირებული. მასალად ვიყენებ ხეს, ტექსტილს, მინას, გამხმარ, ცოცხალ ან ხელოვნურ მცენარეებს, აკრილს და უამრავ რამეს.
შესაძლებელია ნებისმიერი გადაგდებული ნივთისგან ახალი, სრულიად განსხვავებული და ორიგინალური შეიქმნას. ყოველი ნივთის დამზადება ჩემთვის გასაოცარი ემოციაა… მსურველებს აქ შეუძლიათ ჩემი ნამუშევრების ხილვა: https://www.facebook.com/HandmadebyMeko/
– ხელნაკეთი ნივთების დამზადება თქვენი საყვარელი საქმეა, შემოსავლის წყაროდ იქცა…  კმაყოფილი ხართ?
– კი,  შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის, გქონდეს შემოსავალი საყვარელი საქმისგან? ამ მხრივ გამიმართლა.
– ვის აქვს თქვენი ნამუშევრები?
– ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. უამრავ ადამიანს აქვს… ჩემთვის, ჩემი სტიმულისთვის ისიც საკმარისია, რომ მოსწონთ ჩემი შექმნილი.
ამზადებთ ნაძვის ხეებს, ანგელოზებს, სააღდგომო კვერცხებს…  ახლოვდება აღდგომა… რას შესთავაზებდით დღესასწაულისთვის მოფუსფუსე ადამიანებს?
– ჩემს ფასებუქგვერდზე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად უკვე არის  სააღდგომო აქსესუარების ფოტოები –  ყუთები კვერცხებისთვის, ნივთები, რომელიც ულამაზესს გახდის სააღდგომო სუფრას, ბისერისაგან გაფორმებული დასაკიდი და კალათაში ჩალაგებული დეკორატიული კვერცხები…
თქვენი აქსესუარებიდან, ასე ვთქვათ, თქვენი  სავიზიტო ბარათია, ძირითადად, ჩაიდანი და ყვავილებია, თბილი წარწერებით: „მიყვარხარ“…  „ეს სიყვარული, შენ რომ მაჩუქე, კიდევ მინდა“…
– დიახ, ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ ნამუშევარზეა. „დედა, მიყვარხარ“, – ეს იყო პირველი იდეა. შემდეგ კი სხვა იდეებიც მიემატა. ეზოში მრავალი დეკორცია მაქვს – სხვადასხვა ჩაიდანში ჩარგული ყვავილებით და მცენარეებით, რადგან ჩაიდნები ძალიან მიყვარს, ვსინჯე დახატვა და შემდეგ მასში ჩავსვი ხელოვნური ყვავილები.
გამოფენები… ხომ არ აპირებთ სააღდგომო გამოფენებში მონაწილეობას, ანდა საქველმოქმედო საღამოებში?
– გამოფენებში იშვიათად ვმონაწილებ, რადგან ამის დრო არ მაქვს. ჩემი ძირითადი საქმე მაინც „არტ ბიუროს” უკავშირდება.
 დღეს მრავალი ადამიანი ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს. როგორ აპირებთ, ასეთი კონკურენციის დროს თქვენი ნამუშევრებით დააინტერესოთ მსურველი?
–  არასოდეს ვაკეთებ გათვლას მომხმარებელზე, არც წინასწარ ვიცი, რას ვქმნი, ამის სურვილი შინაგანად მოდის და  საბოლოო სურათი იქმნება. ეს ბუნებრივი პროცესია.
არ ვცდილობ,   ვინმეს კონკურენცია გავუწიო… მე ჩემი ხელწერა მაქვს, მყავს ჩემი მომხმარებლები, რომლებიც უზომოდ მაბედნიერებენ და უდიდეს სტიმულს მაძლევენ.
რა არის ხელოვანის პრობლემა დღევანდელ საქართველოში?
– ალბათ თავისუფლება. როდესაც მიზეზ-შედეგზე არ ფიქრობ, სწორედ მაშინ არის ხელოვნება ნამდვილი.
–  ჰობი…
– ერთ-ერთი ჰობი მებაღეობაა. მიყვარს მიწასთან მუშაობა, მაქვს საკუთარი სახლი დიდი ეზოთი, რომელიც, უამრავი ხეხილით, ყვავილებითა და მცენარეებით არის სავსე… უმეტესი ნაწილი ჩემი ჩარგულია, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. რა თქმა უნდა, მის გასალამაზებლად სხვადასხვა დეკორაციასაც ვქმნი…
ასევე პატარა ბოსტანიც მაქვს, ჩემი კიტრი-პამიდვრითა და მწვანილებით.
– ოჯახი…
–  მყავს ორი უსაყვარლესი ბიჭი – ლუკა და ნიკოლოზი, ისინი უკვე დიდები –  12 და 14 წლისანი არიან. აქვთ თავიანთი საქმე და დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან მას. იმდენად მიყვარს დიდი და ტრადიციული ოჯახები, ჟრიამული, ხმაურიანი გარემო, პირადი შესაძლებლობა რომ მქონოდა, ძალიან ბევრ შვილს გავაჩენდი. მყავს გასაოცარი ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მინდა ყოველთვის დაფასებული იყოს მათი ამაგი ჩემი მხრიდან.

 

 

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები