ტრამპი მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვით კვლავ იმუქრება
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი მექსიკასთან საზღვარს ჩაკეტავს, თუკი მას სხვა გამოსავალი არ ექნება.
“მექსიკამ უნდა შეაკავოს ყველა არალეგალი და არ მისცეს საშუალება, ამერიკაში წამოვიდეს”, – წერს დონალდ ტრამპი “Twitter”-ში.
მისი თქმით, ამერიკა მზადაა, ჩაკეტოს საზღვარი მექსიკასთან, ან დაუწესოს გადასახადები. ის მიიჩნევს, რომ დემოკრატები კონგრესში ვალდებულები არიან, უზრუნველყონ ამერიკის საზღვრის უსაფრთხოება.