კახეთის გუბერნატორმა შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პანკისის ხეობის მოსახლეობას წარუდგინა
კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანიშვილი პანკისი ხეობის მოსახლეობას წარუდგინა.
როსტომ ალხანიშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ის სოფელ ომალოს, დუმასტურის, ზემო და ქვემო ხალაწანის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
როსტომ ალხანიშვილი რამდენიმე წელი მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.