რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი არასრულწლოვანია

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი – 5 თვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსი კი ცენტრალურ საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები