ეკა ბესელია: პარლამენტს სწრაფი ცვლილებები სჭირდება, თუ ასე გაგრძელდა, მძიმე შედეგებამდე მივალთ
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტი ცუდ დღეშია და მას სწრაფი ცვლილებები სჭირდება. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები იმაზე უნდა ზრუნავდნენ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კარგი იმიჯი ჰქონდეს.
„ვისურვებდი, რომ პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე და დანარჩენებიც, ვინც პარლამენტში მნიშვნელოვან პოზიციაზე არიან, დაკავდნენ არა პერსონალური შურისძიებებითა და გარჩევებით საკუთარ კოლეგებთან, არამედ იმით, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს კარგი იმიჯი. როცა მოსახლეობას აყურებინებ, რომ წითელსა და მწვანეს ვერ გაარჩევ და ასეთი ქაოსის სურათს ქმნი პარლამენტის სახით, ძალიან მტკივნეული საყურებელია. ძალიან ცუდ დღეშია დღეს პარლამენტი. ამას სჭირდება სწრაფი ცვლილებები. თუ ასე გაგრძელდა, მძიმე შედეგებამდე მივალთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.