რუსმა ოკუპანტებმა სოფელ შამგონაში მცხოვრები გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, გელა როსტობაია გაიტაცეს. როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მამაკაცი ენგურზე თევზაობდა, სადაც ოკუპანტებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გელა როსტობაია ოკუპანტებმა რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და  მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა გატაცებული გელა როსტობაია დროულად გათავისუფლდეს.

,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ გატაცებული ჩვენი მოქალაქე დროულად გათავისუფლდეს, “ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები