გიორგი ლომია: ეს ტექნიკური პრობლემა არ იყო, გუნდში აქვთ პრობლემა

“ეს ტექნიკური პრობლემა არ იყო, გუნდში აქვთ პრობლემა”, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„დეპუტატებმა მესიჯები თავის დროზე ვერ მიიღეს, რომელი კანონპროექტისთვის უნდა დაეჭირათ მხარი და რომლისთვის – არა. ეს უმრავლესობამ გვიან გაიგო. კანონპროექტს ხმა წინააღმდეგ მივეცით და თუ ჩვენ ვიცოდით, თითს რას ვაჭერდით, ეს მათაც ხომ ესმოდათ? ეს ტექნიკური პრობლემა არ იყო, გუნდში აქვთ პრობლემა. სამწუხაროა, რომ უმრავლესობის წევრები საკუთარ აზრს ვერ გამოხატავენ და ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ”, – განაცხადა გიორგი ლომიამ. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები