კობა გვენეტაძე: მამუკა ხაზარაძეს სურდა, წერილი მიგვეცა, რომ ტრანზაქციით ფული არ გათეთრებულა

“მამუკა ხაზარაძეს სურდა, წერილი მიგვეცა, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ასეთი თხოვნის შესრულების იურიდიული უფლება, უბრალოდ, არ აქვს.
„არანაირი წერილი მიგვიწოდებია იმასთან დაკავშირებით, ფული გათეთრდა თუ არა იმიტომ, რომ, ელემენტარულად, არ გვქონდა ამის მანდატი და ამას ვერ გავაკეთებდით.

ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, ჩვენ მიგვეცა წერილი, რომ ფული არ გათეთრებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგანაც იურიდიულად ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ისევდაისევ, ჩვენი ინტერესი, ამ შემთხვევაში, იყო ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები