მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ” აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა მიაწოდა.
1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.