ბიბილოვი სალომე ზურაბიშვილზე: საფრანგეთიდან ვაშინგტონის მითითებით ჩამოვიდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი”, ანატოლი ბიბილოვი ქართველ პოლიტიკოსებს “სხვა განზომილებაში მცხოვრებებს” უწოდებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო არსებულ რეალობასთან.ხოლ
ო საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მან არაფერი იცის საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაზე და საფრანგეთიდან ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა. “მე ვფიქრობ, რომ მას არ ჰქონდა ცუდი ცხოვრება საფრანგეთ
ში და ის საქართველოს დასახმარებლად ჩამოვიდა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვაშინგტონის ეგიდით – გააგრძელა ხაზი, რომელიც ვაშინგტონისა და ბრიუსელის დადგენილია”, – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.