სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა-“ღილაკები აერიათ”
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა. პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუკი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, გამეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.
აღსანიშნია, რომ პარლამენტის დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებს „ღილაკები აერიათ და სასკოლო გამოცდების მოხსნის კანონპროექტი ჩაუვარდათ“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი, მთავრობის თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილავდა.