აღიარებითი ჩვენება დედის წინააღმდეგ – დე-ფაქტო აფხაზეთში ექიმის ავტომობილი შვილმა ააფეთქა

დე-ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებამ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტოლში 2 აპრილს მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
“აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის დაზარალებულის, ნადეჟდა ვოუბას შვილი, 1994 წელს დაბადებული დაურ ვოუბაა. ეჭვმიტანილმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა”, – ნათქვამია დე-ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცავი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, დაურ ვოუბა, დანაშაულის ჩადენის დროს, ნარკოტიკული ზემოქმედების, ე.წ. მეთადონის ქვეშ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ აფეთქება სოფელ კუტოლში 2 აპრილს, დილის 8 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ნადეჟდა ვოუბა დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები