პრემიერმა კასპში უეფა-ს სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სექტემბრის ბოლოს, კასპში, ფუნქციონირებას უეფა-ს მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი დაიწყებს. დღეს, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობა და, ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მნიშნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი პროექტების გახორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
კასპის უეფა-ს მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედნით, 520 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს, საფეხბურთო სკოლასა და სავარჯიშო მოედანს. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია.
პრემიერმინისტრთან ერთად, სტადიონზე რეგიონის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოადგილე იმყოფებოდნენ.
მთავრობის მეთაური კასპის სპორტულ სკოლასაც სტუმრობდა, სადაც ძიუდოსა და კალათბურთია დარბაზები დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები