კულტურის სამინისტრო კომპოზიტორ კახა ცაბაძეს დაბადების დღეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს კომპოზიტორ კახა ცაბაძეს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ კომპოზიტორ კახა ცაბაძეს.
ბატონი კახას შემოქმედება გამორჩეულად შეიყვარა ქართველმა მსმენელმა, რადგან მისი მუსიკა თითოეული ადამიანის სულის სიღრმეებს სწვდება.
კახა ცაბაძე ქართული მუსიკისა და, ზოგადად, ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციებზე ზრდის მომავალ თაობებს და მისი წვლილი ამ კუთხითაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
ის არის ბატონი გოგი ცაბაძის ღირსეული მემკვიდრე, რასაც ადასტურებს მისი მაღალი პროფესიონალიზმი და საუკეთესო პიროვნული თვისებები.
ბატონ კახას ვუსურვებთ დღეგრძელობასა და მრავალ წარმატებას“, – წერია მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები