“სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩიც შეგვიძლია, მაგალითად მოვიყვანოთ, ხვდებიან ექსტრემისტებს, ფაშისტებს” – ლევან მაჭავარიანი
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩიც შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ, ხვდებიან ექსტრემისტებს, ფაშისტებს. მათთან ერთად ფოტოებში პოზირებენ, აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ ისინი მომავალი თაობის მაგალითები არიან და ა.შ.”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“შეგვიძლია ირიბადაც და პირდაპირაც ჩავთვალოთ, რომ არის ექსტრემიზმის წახალისების მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, თუმცა ელჩები აგრძელებენ ასეთი ტიპის ქმედებებს. ყურადღებასაც არ ვაქცევთ იმიტომ, რომ ვიცით, მათი დღის წესრიგი აგებულია ქვეყანაში რადიკალიზმზე.
ქალბატონი ჩინჩალაძე, გორდულაძე, გამოირჩევიან სუპერ ექსტრემიზმით, რადიკალიზმით და ფაშიზმით თავიანთი პოსტებით, თუ პირდაპირი მოწოდებებით. ძალიან ბევრი მასალა არსებობს მათთან დაკავშირებით ინტერნეტს სივრცეში. ძალიან სამწუხროა, რომ ამათ აგულიანებენ”, – ამბობს მაჭავარიანი.