“ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებული ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება, არის საგანგაშო ამბავი” – გიორგი სოსიაშვილი

“ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებული ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება არის საგანგაშო ამბავი”, – ამის შესახებ  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს.

ის  უკრაინიდან საქართველოში “ჰექსოგენის შემოტანის საკითხს ეხმაურება.

“ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებული ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება, არის საგანგაშო ამბავი. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის 24 საათიანი მუშაობის შედეგია, რომ დროულად იქნა აღკვეთილი ტერაქტების სერია, რომელიც უნდა მომხდარიყო და ეს ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით უნდა დაემხოთ ხელისუფლება.

წარმოიდგინეთ, როგორ იმეტებენ ქართველ ხალხს, თავიანთი აგენტურის, ფაშისტების დახმარებით. არაფრად არ მიაჩნიათ სისხლისღვრა, ქალაქში ტერორისტული აქტების ჩადენა. ინფორმაციას გავეცანი და იქ პირდაპირ არის ნახსენები, რომ ხდებოდა ამ ადამიანის მიერ ბინაზე გარკვეული გეგმების შემუშავება და და ჩართულია უკრაინის სპეცსამსახურებთან. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს  სოსიაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები