“ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობს, არის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს” – ვოლსკი
“საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები, რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა იყო.
“როცა ამდენი პარტია და ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამხელა მხარდაჭერას იღებს საზღვარგარეთიდან და ამ სცენარზე არის კონცენტრირებული, რასაკვირველია „ხაბეიშვილები“ ელოდებოდნენ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა, ისინი, ვინც გამოვიდნენ, ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი რაღაც გარკვეული იდეითაა შეპყრობილი, რომელიც წმინდად ანტიქართულია. არსებობს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, მაგრამ ფაქტია, საქართველოს არ უწერია არსებობა თუ „ქართული ოცნება“ იმ სცენარს აჰყვება, რომელსაც რევოლუციური სცენარი ჰქვია.
საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები. რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობს, არის ის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს, მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს. აქ არის შეპყრობილი ხალხი, სექტანტები, „ოლეთა სექტა“, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული მცდარი, არარეალობაზე აგებული მოსაზრებები ჩამოუყალიბდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.