“არის კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ხაბეიშვილისნაირი ტიპები მონაწილეობენ” – ვოლსკი

“არის კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ხაბეიშვილისნაირი ტიპები მონაწილეობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებაზე, ამბოხზე.

“არავითარი მშვიდობიანი გადატრიალება და ამბოხი არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არ დაიცავენ არა თავის ქვეყანას, არა თავის სამშობლოს, არამედ ხაბეიშვილის ინტერესს, რომ ქვეყანა როგორმე უბედურებაში გაეხვეს, მაგრამ ამ შეთავაზების გარდა, არსებობს კიდევ სხვა მუხლი, რომელიც უკავშირდება არამარტო მოწოდებებს, არამედ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ეს ქვეყანა წავიდეს შეუქცევად პროცესში, ტურბულენტურ ზონაში.

ხაბეიშვილი მარტო არ არის, ხაბეიშვილების მთელი გუნდია, იდეაა, სცენარია. არის კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ხაბეიშვილისნაირი ტიპები მონაწილეობენ”, – განაცხადა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები