ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის
„დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა და პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა.
როგორც ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ აღნიშნა, იგი, დედასთან ერთად, ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან. ,,პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ვიქნები ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს, გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობისა. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ამომრჩეველთან კომუნიკაციაში ვიყო ღია. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ ყოვლისა, რასაც მე ვაპირებ, არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.