ელენე ხოშტარია სოფო კილაძეს: ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე
“ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი”, – ამ სიტყვებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკას მოყვა, რომელმაც ხოშტარიას მიმართა და მოუწოდა, “დემაგოგიური განცხადებები” შეეწყვიტა. „წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი”, – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.