“შეიძლება, ანგარიში იმ პერიოდშია მიცემული, როცა ეს საკითხები განიხილებოდა” – დიმიტრი ცქიტიშვილი მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე განმარტებას აკეთებს

“შეიძლება, ანგარიში იმ პერიოდშია მიცემული, როცა ეს საკითხები განიხილებოდა”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩანაწერს, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს – უზუსტობაა მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებით. შეიძლება, ანგარიში იმ პერიოდშია მიცემული, როცა ეს საკითხები განიხილებოდა. იცით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაგრამ, ზოგადად, ნარკომოხმარების მენტალური დამარცხება გვჭირდება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები