მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: მგონია, სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც აშშ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
“ანგარიშში გვხვდება, რომ, თითქოს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც აშშ-საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. „ანგარიშში გვხვდება, რომ, თითქოს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.