ანსამბლი „ადილეი“ ამერიკული  ტურნესთვის ემზადება

2 აპრილს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. როგორც „კვირას“ ანსამბლის ხელმძღვანელობამ აცნობა, ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინდიანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ვორკშოპებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ.
აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები, სვანეთის მომღერალ სოფელ ლახუშდიდან.
ტურნე აშშ-ში 28 აპრილს დასრულდება.

ნსამბლ „ადილეის“ ტურნეს პროგრამა:
3-5 აპრილი – ბოსტონი
7 აპრილი – ურბანა, ილინოისი
9-11 აპრილი – ბლუმინგტონი, ინდიანა
12 აპრილი – ინდიანაპოლისი, ინდიანა

ანსამბლი „ადილეი“ და დები ჩამგელიანები:
13-16 აპრილი – სამხრეთ კალიფორნია
18-21 აპრილი – ჩრდილოეთ კალიფორნია
22-23 აპრილი – სიეტლი, ვაშინგტონი
25-27 აპრილი – ნიუ იორკი

ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. ანსამბლი ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპულარიზაციას, რადგან, სამწუხაროდ, მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია. ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს.
„ადილეიმ“ ჩაატარა კონცერტები, ვორკშოპები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდმა გამოსცა CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.
დემეტრე ქირია, ანსამბლის ხელმძღვანელი:
„სახელი „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს. გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.
„ადილეის“ მთავარი ღირებულებაა, ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენს წინაპრებთან. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ტრადიციული სიმღერა-გალობის შემოტანას ყოველდღიურობაში. ვცდილობთ, ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები