„დღეს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო“ – გიორგი კალანდია

დღეს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტ ხანს ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად შემომწირველმა გადაწყვიტა, უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და, მაშასადამე, ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად. სასახლე-მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესეოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები