ვანო ზარდიაშვილი: ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ
“ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ და მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასასიამოვნო პროცესის ყურებისათვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას დღის წესრიგშია, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს.
„მასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა უკვე არარელევანტურია. ქართულ პოლიტიკაში უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია. ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ და მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასასიამოვნო პროცესის ყურებისათვის”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს – ზარდიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერების შემკვეთი, გადამღები და გამავრცელებელი პირები ამორალურები არიან. ზარდიაშვილმა შესაბამის ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.