ანრი ოხანაშვილი: ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან
“დეტალურად გავეცნობით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა რეკომენდაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა. „როდესაც ჩვენ კანონპროექტი პირველი მოსმენით განვიხილეთ, ის, პარალელურად, ვენეციის კომისიას გადავუგზავნეთ. ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. დეტალურად გავეცნობით მათ მოსაზრებებს, ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა რეკომენდაციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.