ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაშია წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა კოლეგასთან, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩთან ერთად დაათვალიერა.

ექსპოზიცია მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობაშია წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგელობაში პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები