იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააცილა. ნატოს გენერალური მდივანი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს; პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. სტოლტენბერგი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ეწვია ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ, 24 მარტს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები