სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

“ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა; თუმცა, ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ განაცხადა, სადაც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ყველა წევრისა და პარტნიორი ქვეყნის სახელით ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. “ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისა და ჩვენი ალიანსისთვის. ის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ მისია ავღანეთში – 2001-2002 წლებში. ავღანეთს აკონტროლებდა „თალიბანი“. ის იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის. ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ავღანეთის მოსახლეობას. ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა; თუმცა, ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისა და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები