ირაკლი კობახიძე: გვექნება სრული შესაძლებლობა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები, საბოლოოდ, კანონპროექტში

„გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები, საბოლოოდ, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის, რეალურად, სივრცე არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვენეციის კომისიაში კრიტიკული დასკვნის გაგზავნასაც.
„სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების გაგზავნა ვენეციის კომისიაში; თუმცა, ვენეციის კომისია ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას და, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ დასკვნის გათვალისწინებით.
ჩვენ გვაქვს საშუალება, მეორე მოსმენამდე გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან. უფრო მეტიც, ჩვენ ორი კვირით გადავწიეთ კანონპროექტის განხილვა სწორედ იმის გამო, რომ ველოდებით ვენეციის კომისიას. გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები, საბოლოოდ, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის, რეალურად, სივრცე არ არის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები