მამუკა მდინარაძე: შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში ჯდება

“შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში ჯდება”, – ასე შეაფასა ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც ის მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატია. ,,მე ძალიან მიჭირს ბატონ შალვაზე საუბარი იმიტომ, რომ ჩემი კოლეგა იყო, გაცილებით ადრე ვიცნობდი. ის ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. მე, როგორც გამომძიებელმა, 2003 თუ 2004 წელს გავიცანი ის, როგორც ადვოკატი და ძალიან დიდი პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. თუმცა, მის ბოლო გადაწყვეტილება, მე მგონია, რბილად რომ ვთქვათ, არაფერში ჯდება. გუშინ, შალვა შავგულიძე ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოჩნდა, მანამდე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ შტოსთან გარიგდა თუ გაერთიანდა. მისგან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა და დამიტოვეთ უფლება, რომ არაფერი ვთქვა მეტი. მე მგონია, რომ, ამ მიზეზების გამო, ლადო კახაძის კონკურენტი ვერ იქნება ბატონი შალვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები