მამუკა მდინარაძე: ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს

“ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს”, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “TV1”-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საუბარი იყო რამდენიმე კანდიდატზე და, საბოლოოდ, პარტია ლადო კახაძეზე შეჯერდა. ,,ჩვენ ვფიქრობდით. რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და, საბოლოოდ, ბატონ ლადოზე შევჯერდით. თუკი ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, მემგონი, კითხვის ნიშნები არ არის”. მამუკა მდინარაძემ საუბრისას ყურადღება კანდიდატის პროფესიონალიზმსა და კაცთმოყვარეობაზე გაამახვილა. ,,ეს არის კაცი, რომელიც კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა. რაც შეიძლება მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი და ასეთი ლადო კახაძე ნამდვილად არის – ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და შეგვეკამათება. ეს არის კაცი, რომელიც ბევრ რამეს გასწავლის პროფესიონალიზმით, მჭევრმეტყველებით, გამჭრიახი გონებით, ცხოვრების სწორი სტილით და, რაც მთავარია, განწყობით. ყველაფერი ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს. ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს; მით უმეტეს, ის არის “ქართული ოცნების” მხრიდან წარდგენილი კანდიდატი. ეს ორი ფაქტორი იმდენად შეავსებს ერთმანეთს, რომ აქ კითხვის ნიშნები, მემგონი, არ იქნება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები