ზაქარია ქუცნაშვილი: ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე

“ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება”, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ლადო კახაძე უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის თქმით, ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.
“ლადო კახაძე იყო თბილისის პირველი საკრებულოს თავმჯდომარე და მისი დამსახურებაა, რომ ამ დროს შემუშავდა უხვი ნალექებისგან მთაწმინდის ფერდობის დაცვის პროგრამა. მთაწმინდის ფერდობის მიწისქვეშა კომუნიკაციების პირველი პროექტი მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს გაკეთდა და, ამ პროექტზე დაყრდნობით, მოხდა ოპერისა და რუსთაველის თეატრების რეაბილიტაცია, რომელთა საძირკველი გამორეცხილი იყო. ის ძალიან ბევრ მთაწმინდელსა და თბილისელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი და კონსულტანტი. ლადო კახაძე ყოველთვის იყო თბილისის ინტერესების სადარაჯოზე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები