ოთარ კახიძე: რამდენად სწრაფად გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს

პარლამენტის დეპუტატი, ოთარ კახიძე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ეხმაურება. როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობის ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სუვერენიტეტის დაცვასა და პატივისცემას. „მივესალმებით ნატოში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებას, რადგან საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რამდენად სწრაფად დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიის კლანჭებს”, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები