კობახიძე: პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ,როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.
„ჩვენ ვმუშაობთ ახლა. არის კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ეს პრობლემა მოგვარდება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებასაც, რომ შენობის გასარემონტებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა.
„ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ,რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს თუ არ ვცდები. თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები