ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას. “ჩვენ დღეს გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და, საბოლოოდ, დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი – როგორც მერობის, ასევე – თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და, შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ბატონ ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა კარგად იცნობს. მას წარდგენა, რეალურად, არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. ,,ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი ლადო კახაძე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები