„სამჯერ დამესიზმრა მამა გაბრიელი“… – მოსკოვში მცხოვრები მხატვრის ფანტაზია და პარადოქსები

თბილისში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ის ახალციხის ფილიალის გამოყენებითი ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებშივე, თავისუალმა ანაზიაინდივიდური სტილი ჩამოუყალიბა. შექმნა ორტრეტები, ცნობილი ადამიანების სახეები აამეტყველა და მათი ფსიქოლოგიური ნიუანსები გადმოსცა. მის უჩვეულო ნამუშევრებში ყველა დეტალს თავისებური დატვირთვა აქვს.
ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში.  მისი გამოფენები იმართება პოდოლსკის რეგიონში.
ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გარდა, საინტერესოა მის მიერ ამერიკული თიხითა და DVD დისკები შექმნილი ქანდაკებები, ასევე ყავის ნალექით დახატული პორტრეტები. სამომავლოდ, საქართველოშიც აპირებს გამოფენის მოწყობას. – ნათია მერაბიშვილის პერსონა.

 – დავიბადე თბილისში, 1984 წელს. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი – გამოყენებითი ხის, ქვის, ლითონის და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავების ფაკულტეტი. ბავშვობა ნაწილობრივ რუსეთში გავატარე, რაც ფსიქოლოგიურად აისახა ჩემზე და, ბუნებრივია, ხელოვნებაზეც.
საქართველოს ნოსტალგია მუდამ თან მდევდა. საუკეთესო წლები იყო უნივერსიტეტში. განსაკუთრებით მახსენდება პირველად ქვასთან ჭიდილი, შედეგის მისაღწევად ძალებს არ ვიშურებდი, ვინაიდან ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს.

ბერი გაბრიელი

უნივერსიტეტის სასწავლო თემატიკა უფრო დოგმატური იყო. ჩემი თავისუფალი ფანტაზია დოგმატიკას ვერ უძლებდა. გადავწყვიტე, შემექმნა ინდივიდუალური სტილი. პორტრეტები. ადამიანის სახეებით გადმოვეცი ფსიქოლოგიური მომენტები.
– რუსეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ…
– მოსკოვში ვცხოვრობ. ჩემი გამოფენები ხშირად ეწყობა პოდოლსკის რეგიონში.
საინტერესოა ტექნიკა, რომელსაც იყენებთ ქანდაკებების შესაქმნელად…
– სხვადასხვა მასალით, მაგალითად, ამერიკული თიხით რელიეფური მოზაიკა DVD დისკებით. ნამუშევრები აწყობილია დაჭრილი DVD დისკებით, მოზაიკურად, ფორმის მიხედვით. ეს ტექნიკა მე მოვიგონე, პორტრეტების შექმნა ურთულესია პატარა სურათებით, საერთოდ, DVD დისკებს პრიმიტიული ნივთების შესასრულებლად იყენებენ ესთეტიკისთვის. ჩემი ტექნიკა ვიზუალურად გამართლებულია და ახალია.
– ამერიკული თიხის ტექნიკა რით  გიზიდავს?
– ცომს წააგავს და მალე მაგრდება, მასში შემოქმედება უფრო იმპროვიზაციაა. საერთოდ თიხა დეფორმაციას განიცდის, ითხოვს კარკასს. გაბრიელ ბერის ქანდაკება დილით გამოვძერწე. დილით ვერ ვნახე მავთულები, ვნახე მხოლოდ ბოთლი, რაც სიმყარეს შეუნარუნებდა ფიგურას  და ესეც იყო სრული იმპროიზაცია. გულის ცემით შედეგის ძიებაში…
– ბერის ქანდაკება…
– მამა გაბრიელი დამესიზმრა და ძალიან მომწყურდა ნანახის შესრულება. ის სამჯერ დამესიზმრა და აკვარელშიც დავხატე…
საინტერესოა როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ნამუშევრებიუამრავი ადამიანის პორტრეტი შექმენით. როგორ არჩევთ ტიპაჟებს? ტიპაჟებს როგორ არჩევთ?
– ტიპაჟებს ვარჩევ ქვეცნობიერად, ალბათ, აქაც ნოსტალგიაა, ანუ ჩემს ხასიათს ვუიგივებ, ზოგჯერ ნოსტალგიის ფაქტორიც მოქმედებს.
უწმინდესის რამდენიმე პორტრეტი შექმენით
– 3 -ჯერ დავხატე უწმინდესის პორტრეტი, მის თვალებში სამშობლო წავიკითხე.
კვანტურ ფიზიკას იყენებთ ნამუშევებში
– ჩემს ნამუშევრებში ფიგურირებს არაორდინალურობა და პარადოქსი.  მასში გამოვსახავ რელიგიას, ფილოსოფიას და კვანტურ ფიზიკას.
უფრო კვანტურს, ატომებს, ნეირონებს, პროტონებს.
– ზოგიერთი ნახატი გალაკტიონის ლექსების მიხედვით შეიქმნა…
– დავხატე გალაკტიონის ლექსის „დროშები ჩქარა“ პარალელი. გამოვსახე კაცი, რომელსაც თავის მაგივრად სიყვარულის დროშა აქვს მორგებული, ქვემოდან ხელები მოჩანს აღმართული დროშებით. სიყვარულია გამარჯვება.
თქვენს პორტრეტებში მრავალი ცნობილი ტიპაჟია რომელი მსახიობი, ანდა ტიპაჟი გიყვართ ყველაზე მეტად?
– დათა თუთაშხია და ჯორჯ კლუნი. დათა ჩემთვის ვაჟკაცობის და სიმართლის ეტალონია, კლუნი მომწონს, როგორც მსახიობი. ეს უფრო სახასიათო პორტრეტია.
ბეჭედი
– ეს არის უზენაესი თვალი, ანუ უფლის კონტროლი. ამ თვალს ხშირად ვიყენებ.
– შენი გამოგონილი თვალია?
– არა, მაგრამ ჩემთან ეს სპონტანურად ხდება. შიგნიდან მოდის ასეთი მნიშვნელოვანი…
ქალს აიდანი ჩადგას თავზე
– ამით მინდა, ვთქვა, რომ ყველა ქალში არის მზე.
ერთ ნახატში ადამიანის ფიგურა ქვეწარმავალს ჰგავს…
– დღეს საუბრობენ ადამიანის და ქვეწარმავლის შეჯვარებული გენის არსებობაზე ჩვენს დნმ-ში.
რელიგიურ თემატიკა ხშირად არის თქვენს ნამუშევრებში…
– ხშირად ვხატავ იესოს…
– საინტერესოა ქალის სახე, სანახევროდ ლამაზი, სანახევროდ – ულამაზო…
– ქალები ხშირად ვირგებთ ნიღაბს, – ამის თქმა მინდოდა.
– სამი გვირილა…
– ეს უზენაესი ნახატია ჩემს ნამუშევრებში. გამორჩეულად მიყვარს.
-კვერცხის დახატვაც გიყვართ…

ყავის ნალექით დახატული დათა თუთაშხია

– კვერცხი სიცოცხლის საწყისი სუბსტანციაა. განსაკუთრებით მიყვარს სრულყოფილების თვალსაზრისით.
– განათებულ კვერცხს კაცის ფიგურასთან ერთად წარმოსახავთ
– აქ კვერცხი საოცრება, ანუ ფოკუსია, საიდანაც ჩნდება სიცოცხლე. კაციც ხომ სიცოცხლეა უკვე თავისთავად…
– ქსელი?
– ეს ქსლები ენერგეტიკული სუბსტანციაა. სივრცე შეიცავს ეფირს, ეს დაამტკიცა ნიკოლა ტესლამ.
– ყავის ნალექითაც ხატავთ პორტრეტებს…

– კი, ასე მრავალი პორტრეტი დავხატე. თაფლს ვურევ ნალექს და ნახატი ფორმას ინარჩუნებს…
– როდის მუშაობთ?
– ღამის 3 საათზე ან დილის 8 საათზე.
– სამომავლოდ…
 ვაპირებ  საქართველოში ჩამოსვლას და გამოფენის მოწყობას.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები