მამუკა მდინარაძე: ბევრი ადამიანი ატყუებს საზოგადოებას და ჩვენი მიზანია არ მოვატყუებინოთ

0

ეხლა არის კრიტიკული მომენტი, როცა ბევრი ადამიანი ატყუებს საზოგადოებას და ჩვენი ვალდებულებაა არ მოვატყუებინოთ, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ TV პირველის გადაცემაში ,,პოლიტმეტრი“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ  რატომ არ აღმოჩნდა ხელისუფლების კანონპროექტში, განსხვავებით ბესელიას კანონპროექტისგან, რომ მოსამართლე ვერ გახდება პირი, რომელიც მონაწილეობდა პროცესებში, რომლის შედეგადაც პოლიტიკური ნიშნით  დააპატიმრეს ან დევნეს ადამიანები, მდინარაძემ უპასუხა, რომ მსგავსი საკითხები კანონპროექტენბში არ იწერება.

,,ეხლა არის კრიტიკული მომენტი, როცა ბევრი ადამიანი ატყუებს საზოგადოებას და ჩვენი ვალდებულებაა არ მოვატყუებინოთ. რაც თქვენ ახსენეთ, ეს არ წერია ეკა ბესელიას კანონპროექტის ძირითად კრიტერიუმებში, წერია  ფაკულტატურ ანუ დამატებით კრიტერიუმებში, სადაც არის უბრალოდ გასათვალიწინებელ გარემოებად. ჩვენთან არ წერია იმ მიზეზის გამო, რის გამოც ეკა ბესელიამაც კი ისეთ პოპულისტურ კანონპროექტში, როგორიც მან შექმნა, ვერ გაბედა ჩაეწერა ძირითად კრიტერიუმებში. ასეთი რაღაცები არ იწერება კანონოროეტქებში.  კარგი, ცუდი,  საშუალო იურისტები ვერსად ვერ წერენ, რადგან სისტემას ექმნება საფრთხე, ჩნდება შეფასებითი დამოკიდებულება, რაც შეზღუდავს ამ კანონპროპროექტის ნორმალურ ფუნქციონირებას,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი