წულუკიანი თალაკვაძეს: მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასობრივი დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ

0

“ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასობრივი დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა სტრასბურგში ქართული მხარის მიერ მოგებული საქმის აღსრულება.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმის მობილიზებისთვის, რომ რუსეთმა, ამ ნაწილში, ჩვენ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს. ​ “მე ვარ მხარე – მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ – იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც, რეალურად, იყვნენ მასობრივი დარღვევების მსხვერპლნი. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი მინისტრთა კომიტეტთან. იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი