სამხედრო მოსამსახურეები ლამისყანის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ (ვიდეო)

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები. ამჯერად. კასპის რაიონის სოფელ ლამისყანას საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი სახის პრეზენტაცია წარადგინეს.
I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის არსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ჯარისკაცებმა სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე – საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზეც ისაუბრეს. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი. 2018 წელს. საქართველოს მასშტაბით. ორ ეტაპად განხორციელდა; „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი კი, რომელიც მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო, 8 აპრილს დასრულდება.
„ჩვენი ჯარი“ მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები