მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
ცნობისათვის, შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები