თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია – ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში იქნა აყვანილი და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო: „ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია – ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში იქნა აყვანილი და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა. ჩვენ ამისათვის, შარშან, შემოგთავაზეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ეს პაკეტი მალე იქცა კანონად, რამაც ძალადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი – ქალები, ბავშვები, მამაკაცები – იქნებიან უფრო დაცულნი. ამ მხრივ, საკანონდებლო მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები