მამუკა ბახტაძე: სახელმწიფოში, სადაც მაღალია ინვესტიციები განათლებაში და არ არსებობს ყოფითი პრობლემები, ბუნებრივია, საზოგადოება სხვა სტანდარტს უყენებს პოლიტიკურ კლასს

0

სახელმწიფოში, სადაც მაღალია ინვესტიციები განათლებაში, სადაც არ არსებობს ყოფითი პრობლემები, ბუნებრივია, საზოგადოება სხვა სტანდარტს უყენებს პოლიტიკურ კლასს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლების განმავლობაში განათლებაზე ყველაზე დაბალი მოცულობის ინვესტიცია მიემართებოდა  და განათლების სფეროს წილი ბიუჯეტში ყოველთვის დაბალი იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით,  რეფორმის მიხედვით,განათლების სისტემაში იქნება მიმართული შესაბამისი მატერიალური რესურსი და ეს კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ 2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სისტემა, ბიუჯეტით, რომელიც იყო დაახლოებით 600 მილიონი ლარი. შესაბამისად, პასუხი, რომ ეს რეფორმა იქნება წარმატებული და მასში იქნება შესაბამისი მატერიალური რესურსი მიმართული, უზრუნველყოფილია სწორედ იმ კანონმდებლობით, რომელსაც ჩვენ ახლა წარვადგენთ პარლამენტში. მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, ბევრჯერ გამიგია,  ხშირად გამოცხადებულა, რომ განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ამბობ, რომ რაღაც არის პრიორიტეტი, ბიუჯეტში ეს აქცენტი უნდა ჩანდეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ განათლებაზე მიემართებოდა ყველაზე დაბალი მოცულობის ინვესტიციები და წილი ბიუჯეტში ყოველთვის იყო დაბალი. შესაბამისად, ეს რჩებოდა განცხადებებად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი