სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის თვალიდან დანახული „თიბისი ბანკის“ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის თვალიდან დანახული „თიბისი ბანკის“ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა გადაცემა “რეაქციაში” თიბისი ბანკის საქმეტან დაკავშირებით განაცხადა.

„პრეზიდენტის თვალიდან დანახული თიბისი ბანკის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად ქართული ფინანსური სექტორი და მისი მდგრადობა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია ანაკლიის პორტი და მასთან დაკავშირებული გეგმა სამომავლოდ. ყველა კუთხით ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საყურადღებო და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ისე გადაწყდება, რომ არც ანაკლია დაზარალდეს, არც თიბისი ბანკი და არც საქართველოს ფინანსური სექტორი”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებიდან ბიზნესზე ზეწოლას, პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ განცხადებებიდან ვერ ხედავს.

„განცხადებები არ არის საკმარისი. უნდა იყოს რეალური ნიშნები და ამ ნიშნებს დაადგენს, ან ვერ დაადგენს სასამართლო, ვნახოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები