სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პოლიტიკურ კონსულტაციებს არავისთან გადის

მე კონსულტაციებს არავისთან არ გავდივარ, მაგრამ მაქვს შეხვედრები პრემიერთან, ვხვდები მინისტრებს. ძირითადად რომ გავიგო რა სიტუაცია არის, როცა მივდივარ რომელიმე ვიზიტზე და ასევე, რომ მოვუყვე რა არის ჩემი მთავარი დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა ,,რეაქციის” ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს შევხვდი პირველი ვიზიტების შემდეგ ნატოსა და ევროკავშირში იმიტომ, რომ ვთვლიდი საინტერესო იყო, ჩემი პირველი შთაბეჭდილება რომ გამეზიარებინა. არჩევნების პირველივე დღესვე იყო ნათქვამი, მოლოცვასთან ერთად „რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, არ ჩათვალოთ, რომ რამე ვალდებულება გაქვთ ჩემს მიმართ“,  ეს პირადად ივანიშვილმა მითხრა, როცა მომილოცა გამარჯვება. ამ დამოკიდებულებისთვის მე მადლობელი ვარ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები