სოფელ დიციდან გატაცებული ახალგაზრდა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს
24-საათიანი ტყვეობის შემდეგ ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
სასამართლოს შემდეგ 21 წლის გივიკო ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს.
გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ. ახალგაზრდა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გუშინ საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს დააკავეს.
დაკავების ადგილზე მავთულხლართები გავლებული არაა, ასევე არაა დამონტაჟებული ე.წ. სასაზღვრო ბანერიც. დიცის გარშემო ეს ერთადერთი ადგილია სადაც საოკუპაციო ხაზი მონიშნული არაა.