სოფელ დიცში საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ცნობილია, რომ გივი ბერუაშვილი საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა. საოკუპაციო ძალები მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკეთის ბრალდებას უყენებენ.
დაკავების ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებად მუშაობა დაწყებულია.