მამუკა ბახტაძე იაპონიაში – ჩემი სამშობლო – საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა

მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო – საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც ,,ქართულ დღეზე” უმასპინძლა. 
მთავრობის მეთაურმა იაპონელ ხალხს საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადავა. 
,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით.  ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიცმსოფლიო ეკონომიკის ერთერთი მთავარიძალა და თანამედროვეობისინოვაციებისტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მადლიერებით მინდა ხაზი გავუსვა იაპონიის მთავრობის მტკიცე პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომისა, რომელიც ასე სჭირდება  ქართულ სახელმწიფოს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
 
მამუკა ბახტაძემ ორი სახელმწიფოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.
 
პრემიერმინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით – იქნება ეს  სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობა თუ თანამშრომლობა განათლების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში. 
,,დღეს ჩვენ  გვაქვს შესაძლებლობა, იაპონელ ხალხს გავეცნოთ, როგორც   უძველესი და უნიკალური კულტურის ერი, რომელსაც ჩვენი ღვაწლი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც ღვინის სამშობლოს. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა  ღვინის მსოფლიო დედაქალაქში – ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა. შემთხვევითი არ არის, რომ მეორედ სწორედ იაპონიაში, მზის სამშობლოში გაეცნობიან ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და მის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას. ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება, იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით, ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც ბევრ სხვასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრებით ჩვენს უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევსპირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის მიღწევები, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი უფრო ახლო მეგობარი გახდა იაპონია”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ქართული დღეების მოწყობა ტოკიოში. მათ შორის, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მსოფლიოში უმსხვილეს კომპანია Sony music communication-ის და კომპანია TOPPAN-ის მიმართ, რომელთა  პარტნიორობითაც, უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით ტოკიოში უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორია გაცოცხლდა. 
,,ქართული დღისადმი” მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, “სუხიშვილებისა” და ანსამბლ “ბასიანის” შესრულებით. ღონისძიებას იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები